გაკვეთილის გეგმები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ტიპი- გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი-
„წიგნიერება“ (მართული კითხვის მეთოდის გამოყენება მოთხრობის რუკის და კლასტერის დახმარებით)
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: იულია ტერ-მიქაელიანი-01009014618
საგანი; რუსული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, IX 3 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა:  ი. ტურგენევის თეთრი ლექსი «Воробей»
გაკვეთილის მიზანი:
ü  მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას, გააზრებას და სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულებას
ü  მოსწავლე შეძლებს ზეპირი პრეზენტაციის გაკეთებას მოთხრობის რუკაზე და კლასტერზე დაყრდნობით
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1.
აქტივობა. საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
აქტივობის მიზანი.
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს

მინი ლექცია
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკა
1წთ.
2.
აქტივობა. წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი.
მოსწავლეების ინტერესის გაღვივება.
აქტივობის აღწერა.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვებს განვლილი მასალიდან. შემდეგ დაფაზე აკრავს ბეღურას სურათს და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდები ნაწარმოების შინაარსთან დაკავშირებით. შემთხვევითობის პრინციპით არჩევს მოსწავლეებს  და ისმენს მათ პასუხებს.

კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო
წინასწარ გამზადებული კითხვების ჩამონათვალი,
ილუსტრაცია
5 წთ.
3.
აქტივობა.
ლექსიკაზე მუშაობა            
აქტივობის მიზანი. ლექსიკური მარაგის გამდიდრება
აქტივობის აღწერა.
ლექსიდან «Воробей» მასწავლებელს აქვს ამოწერილი  ახალი ენობრივი კონსტრუქციები,
რომლებსაც მონიტორზე აჩვენებს. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს სიტყვების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მასწავლებელი ისმენს პასუხებს და შემდეგ აჩვენებს ეკრანზე  ახალი ლექსიკური ერთეულების სინონიმებს,  ან განმარტებებს. საჭიროების შემთხვევაში თარგმნის მათ.
კითვა-პასუხი
საერთო საკლასო
პროექტორი, კომპიუტერი, ელექტრონუ-ლი პრეზენტაცია

6 წთ.
4.
აქტივობა.
ტექსტის წაკითვა
აქტივობის მიზანი.
მოსწავლემ შეძლოს ნაწარმოების წაკითხვა და გააზრება
აქტივობის აღწერა.
წასაკითხი ტექსტი (თეთრი ლექსი) მასწავლებელს  წინასწარ აქვს გაყოფილი 5 ნაწილად.
მოსწავლეებს ყოფს 5 ჯგუფად. აძლევ შემდეგ ინსტრუქციას: წაიკითხონ ტექსტი ნაწილ-ნაწილ და უპასუხონ მოცემულ კითხვებს.თითოეული ნაწილისთვის  უსაზღვრავ დროს.  დროის ამოწურვის შემდეგ ჯგუფები წარადგენენ დავალებას.

წაკითხულ ტექსტზე მუშაობა

ჯგუფური

სამუსაო ფურცლები

15წთ.
5.
აქტივობა.
მთავარი გმირების დახასიათება ამბის რუკის და კლასტერის გამოყენებით
აქტივიბის მიზანი.
მოსწავლე შეძლებს ლექსის გამთლიანებას, შეჯამებას.მთავარი გმირების დახასიათებას და  ნაწარმოების დედააზრის გამოკვეთას.
აქტივობის აღწერა.
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ფურცლებზე დაბეჭდილ კლასტერს და მოთხრობის რუკას.
კლასტერის თემა არის «Герои и их чувства».
 თითოეული ჯგუფი  მოკლედ ახასიათებს ნაწარმოების გმირებს. შემდეგ ჯგუფი ირჩევს ერთ გმირს  და მოთხრობის რუკის გამოყენებით აკეთებს მის დახასიათებას. ჯგუფის მიერ შერჩეული წევრი აკეთებს ნაშრომის პრეზენტაციას.
პრეზენტაციის დროს ჯგუფები ახდენენ ურთიერთსეფასებას რუბრიკის მიხედვით

მოთხრობის რუკის და კლასტერის შევსება,
პრეზენტაცია

ჯგუფური,
საერთო-საკლასო
დაბეჭდილი კლასტერი და მოთხრობის რუკა.
ურთიერთ-შეფასების რუბრიკა
15 წთ
6.
აქტივობა. საშინაო დავალების მიცემა
აქტივობის მიზანი.  მოსწავლე შეძლებს შესწავლილი მასალის განმტკიცება
აქტივობის აღწერა. მოსწავლეებს ევალებათ დაწერონ ბეღურას ისტორია დედა-ბეღურას გადმოსახედიდან
                                              

რეკომენდაციის მიცემა
საერთო საკლასო
სახელმძღვა-ნელო («Русский язык» ს5 გვ.61)
1
წთ.
7.
შეფასება.
განმავითარებელი
უკუკავშირი  -მთელი გაკვეთილის დროს
განმსაზღვრელი -აქტივობა 4,5 განხორციელების დროს

რეკომენ-დაციის მიცემა
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკა
2
წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების  წაკითხვა, გააზრება, კლასტერის და მოთხრობის რუკის გამოყენება პრეზენტაციის დროს.
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან:
უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.
უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,












ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1-4
საშუალო
5-7
კარგი
8-9
ძალიან კარგი
10
ტექსტის გააზრების
უნარი
ტექსტის დავალებები შესრულებულია ფუნდამენტური შეცდომებით
ტექსტის დავალებები შესრულებულია გარკვეული შეცდომებით
ტექსტის დავალებები შესრულებულია მცირე ხარვეზებით
ტექსტის დავალებები შესრულებულია უშეცდომოდ
კლასტერის და მოთხრობის რუკის შევსება
კლასტერი და რუკა
 შევსებულია
ფუნდამენტური შეცდომებით
კლასტერი და რუკა
 შევსებულია
მნიშვნელოვანი შეცდომებით
კლასტერი და რუკა
 შევსებულია
უმნიშვნელო შეცდომებით
კლასტერი და რუკა
შევსებულია შეცდომების გარეშე
ლიტერატურული პერსონაჟის დახასიათების პრეზენტაცია
პრეზენტაციის ტექსტი შედგენილია მნიშვნელოვანი შეცდომებით. მონაკვეთებს შორის არ არის ლოგიკური კავშირი
პრეზენტაციის ტექსტი არ არის
ამომწურავი. დარღვეულია
ლოგიკური კავშირი მონაკვეტებს შორის
პრეზენტაციის ტექსტი სტრუქრურუ-ლად გამართულია.
ლოგიკური კავშირი მონაკვეთებს შორის სუსტია
პრეზენტაციის ტექსტი სტრუქრურუ-ლად გამართულია. მონაკვეთები ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეტს



სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ტიპი- გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი-
„ეკოლოგიური წიგნიერება“

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: იულია ტერ-მიქაელიანი-01009014618
საგანი; რუსული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, VII5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა:  «Выходной на природе». (უცნობი ტექსტის წაკითხვა, გაგება და გააზრებაზე მუშაობა; მიღებული ინფორმაციის გამოყენება.)
გაკვეთილის მიზანი:
ü  მოსწავლე შეძლებს უცნობი ტექსტის წაკითხვას, გააზრებას და სხვადასხვა ტიპის დავალებების  შესრულებას.
ü  მოსწავლე შეძლებს საუბარს ბუნებაში ქცევის წესების შესახებ
ü  მოსწავლე შეძლებს საინფორმაციო ფურცლების შექმნას და ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებას
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1.
აქტივობა. საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
აქტივობის მიზანი.
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს
მინი ლექცია
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკა
1წთ.
2.
აქტივობა. წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი.
მოსწავლეების ინტერესის გაღვივება. ნასწავლი ენობრივი კოსტრუქციების გახსენება-გამოყენება.
აქტივობის აღწერა. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ კითხვებს და ვისმენ პასუხებს.
შემდეგ დაფაზე ვწერ ფრაზას Отдых на природе და მოსწავლეები  პასუხობენ თუ რა ასოციაციები უჩნდებათ ამ თემასტან დაკავშირებით. შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევ მოსწავლეებს და ფრაზის ირგვლივ ვაფიქსირებ მათ პასუხებს.


კითხვა-პასუხი



























საერთო საკლასო



























დაფა, მარკერი




























5წთ.





















3.
აქტივობა. ლექსიკაზე მუშაობა                                                            
აქტივობის მიზანი. ლექსიკური მარაგის გამდიდრება
აქტივობის აღწერა.
ტექსტიდან «Экскурсия» მაქვს ამოწერილი  ახალი ენობრივი კონსტრუქციები,რომლებსაც მონიტორზე ვაჩვენებ. ვარჩევთ ახალ ლექსიკურ მასალას სინონიმების, ანტონიმების ან განმარტების დახმარებით. საჭიროების შემთხვევაში ვთარგმნით მათ.



კითვა-პასუხი
საერთო საკლასო
პროექტორი, კომპიუტერი, ელექტრონუ-ლი პრეზენტაცია

10
წთ.
4.
აქტივობა. ტექსტის წაკითხვა
აქტივობის მიზანი. ტექსტის გააზრება. ბუნებაში ყოფნისას სწორი და არასწორი ქცევვის გამოყოფა
აქტივობის აღწერა.
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. ვაძლევ შემდეგ ინსტრუქციას: წაიკითხონ ტექსტი და შეასრულონ ტექსტის ბოლოს მოცემული დავალებები.  ვუსაზღვრავ დროს.  დროის ამოწურვის შემდეგ ჯგუფები წარადგენენ დავალებას. არასწორი პასუხის შემთხვევაში დამატებითი შეკითხვებით მიმყას მოსწალე სწორ პასუხამდე.



წაკითხულ ტექსტზე მუშაობა
პრეზენტაცია
ჯგუფური
სამუშაო ფურცლები
15
წთ.
5.



















აქტივობა. სურათების და ლოზუნგების ერთმანეთთან დაკავშირება
აქტივობის მიზანი. ნასწავლი ფრაზებების და ვიზუალური გამოსახულების დაკავშირება, საინფორმაციო ფურცლების შექმნისთვის
აქტივობის აღწერა. ჯგუფებს ვურიგებ ლოზუნგებს, ასევე სურათებს ბუნების დაცვის თემაზე. მოსწავლეებმა უნდა შეუსაბამონ ფრაზა გამოსახულებას და განათავსონ ისინი მათთვის პრიორიტეტული თანმიმდევრობით თაბახის ფურცელზე


საინფორმაციო ფურცლების დამზადება
ჯგუფური
სურათები, ფრაზები, თაბახის ფურცელი, წებო
5
წთ.
















6.













აქტივობა.  კედლის გაზეთის შექმნა
აქტივობის მიზანი. მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება
აქტივობის აღწერა.
დაფაზე ვაკრავ ფორმატს. ვავალებ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელმა განათავსოს შექმნილი საინფორმაციო ფურცელი საერთო ფორმატზე და გააკეთოს მინი
პრეზენტაცია.

პრეზენტაცია
საერთო საკლსო
საინფორმაციო ფურცლები, ფორმატი, წებო
5წთ.








7.









აქტივობა. საშინაო დავალების მიცემა
აქტივობის მიზანი. შესწავლილი მასალის განმტკიცება
აქტივობის აღწერა. მოსწავლეებს ევალებათ წაიკითხონ, გაიაზრონ და შეიძლება გამოსწორდეს პერსონაჟების ქცევა. ( ტექსტი 46 გვ.)

რეკომენ-დაციის მიცემა
საერთო საკლასო
სახელმძღვა-ნელო
1
წთ.
8.
შეფასება.
განმავითარებელი
უკუკავშირი  -მთელი გაკვეთილის დროს
განმსაზღვრელი -აქტივობა 4,5,6 განხორციელების დროს

რეკომენ-დაციის მიცემა
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკა
3
წთ.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია ახალი ტექსტის წაკითხვა, გააზრება, პლაკატის გაკეთება ბუნების დაცვის თემაზე და მისი პრეზენტაცია.
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან:
უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.
უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური).
უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1-4
საშუალო
5-7
კარგი
8-9
ძალიან კარგი
10
ტექსტის გააზრების უნარი
ტექსტის დავალებები შესრულებულია ფუნდამენტური შეცდომებით
ტექსტის დავალებები შესრულებულია გარკვეული შეცდომებით
ტექსტის დავალებები შესრულებულია მცირე ხარვეზებით
ტექსტის დავალებები შესრულებულია უშეცდომოდ
ლექსიკური მარაგის  გამოყენების უნარი
ვერ იყენებს შესაფერის ენობრივ კონსტრუქციებს
ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
საუბრისას უშეცდომოდ იყენებს ენობრივ კონსტრუქციებს

საინფორმაციო ფურცლების შექმნა
ვერ აკავშირებს ლოზუნგებს და ვიზუალურ გამოსახულებას
აკავშირებს ლოზუნგებს და ვიზუალურ გამოსახულებას მნიშვნელოვანი შეცდომებით
აკავშირებს ლოზუნგებს და ვიზუალურ გამოსახულებას უმნიშვნელო შეცდომებით
აკავშირებს ლოზუნგებს და ვიზუალურ გამოსახულებას უშეცდომოდ





Комментариев нет:

Отправить комментарий

ელექტრონული რესურსები

Flash Card Deck created by iulia ter-mikaeliani with GoConqr